ტაო

ძვ. წ. 760-იანი წლებიდან წყაროებში აღარ ჩანს დიაოხი, თუმცა, ის შემორჩა ქართული — ტაოს, ბერძული — ტაოხის (ბერძ. Τάοχοι) და სომხური — დაიხ ან ტაიქის (სომხ. Տայք) სახით.[8] „Encyclopædia Britannica“-ს თანახმად დიაოხელები ქართველთა წინაპრები იყვნენ, კერძოდ კი ტაოში მოსახლე ტაოხების.[9] ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ტაო იბერიის სამეფოს ნაწილი გახდა.[10][11][1] ძველი ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად, ფარნავაზ მეფის დროს ეს ტერიტორია კლარჯეთის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა.