ფერეიდანი

ფერეიდანი — პროვინცია ცენტრალურ ირანში, ბახთიარის მთებში, ქალაქ ისპაანიდან დაახლოებით 100 კმ-ზე. XVII საუკუნის დასაწყისში (1614-1617 წწ.) ირანის შაჰმა აბას I-მა საქართველოდან აყრილი 200 ათასი ქართველი გადაასახლა და საკმაოდ დიდი ნაწილი ფერეიდანში დაასახლა. ასე შეიქმნა შუა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი (ჩოღიურეთი), აფუსი (რუისპირი), სიბაქი (ვაშლოვანი) და სხვა. ფერეიდანის ერთ უბანში (გურჯი-ნაჰიე — „ქართველთა უბანი“) ცხოვრობენ ქართველები, დანარჩენ 3 უბანში (ნაჰიე-ჩადეგუნი, ნაჰიე-ფარსაღი, ნაჰიე-თოჰმაჰლუ) — სპარსელებიქურთებილურებიბახთიარებისომხები. ფერეიდანში ქართველების ჩასახლებით შაჰ-აბას I-ს მიზნად ჰქონდა დედაქალაქ ისპაანის დაცვას მომთაბარეთა (ბახთიარებილურებიქურთები და სხვა) თავდასხმისგან.

ფერეიდანში მცხოვრები ქართველები პირველ ხანებში ინარჩუნებდნენ რჯულს და ზნე-ჩვეულებებს, მაგრამ შემდეგ მათ იძულებით შეუცვალეს სარწმუნოება, რამაც გარკვეულად შეცვალა მათი ზნე-ჩვეულებები, თუმცა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა და ზოგიერთო ქრისტიანული ჩვევა. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით, ქართველობა 12—14 ათას კაცს შეადგენს.

ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხვა რაიონებში (ხორასანიმაზანდარანიფარსი) ქართული მეტყველება აღარ ისმის. იქაური ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში. ისინი ფერეიდნულ კილოზე მეტყველებენ.