დაღესტანი, ოფიციალურად დაღესტნის რესპუბლიკა (რუს. Респу́блика Дагеста́н) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში.[3]
დედაქალაქი — ქალაქი მაჰაჩყალა.
ძირითადი ტერიტორია ესაზღვრება სამხრეთით აზერბაიჯანს, სამხრეთ-დასავლეთით — საქართველოს, აგრეთვე დასავლეთით — ჩეჩნეთს, ჩრდილო-დასავლეთით — სტავროპოლის მხარეს და ჩრდილოეთით — ყალმუხეთის რესპუბლიკას.
შეიქმნა 1921 წლის 20 იანვარს.
რუსეთის უდიდესი რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც მოსახლეობის, ისე ტერიტორიის მხრივ.