ა(ა)იპ ფონდი „ჰეიამო“ დაარსდა 2015 წელს გიორგი და თამაზ კრავეიშვილების მიერ. ფონდის მიზანია ქართული მუსიკალური კულტურის ფუნდამენტური კვლევა, გამოცემა, პოპულარიზაცია. სწორედ ამ მიზნით ფონდს ჩატარებული აქვს ექსპედიციები როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფონდის სახელით გამოცემულია მონოგრაფიები და კომპაქტდისკები. ფონდის ზრუნვის განსაკუთრებული საგანია ლაზეთის, შავშეთის, ტაოს, კლარჯეთის, ჰერეთისა და ფერეიდნის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფოლკლორი. ფონდის დირექტორი და თანადამფუძნებელი გიორგი კრავეიშვილი უკვე 2011 წლიდან მეორე თანადამფუძნებელ თამაზ კრავეიშვილთან ერთად ეწევა საექსპედიციო-საგამომცემლო საქმიანობას.
დეტალურად2023 წლის 6 იანვარი. ექსპედიცია ხოფის რაიონის სოფელ სარფში.
2023 წლის 14-24 ივლისი. კომპლექსური ექსპედიცია ჩეჩნეთ-ინგუშეთსა და დაღესტანში. ხელმძღვანელი კავკასიოლოგი ცირა ბარამიძე.
2023 წლის 28 ივლისი - 29 აგვისტო. ექსპედიცია მუჰაჯირ ლაზებთან, მუჰაჯირ კლარჯებთან და მუჰაჯირ აფხაზებთან - ქორეოლოგ ხათუნა დამჩიძესა და თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2023 წლის 20-21 ოქტომბერი და 2 ნოემბერი. ექსპედიცია ხოფის რაიონის სოფელ სარფში.
2023 წლის 3-5 დეკემბერი. ექსპედიცია ხოფის რაიონის სოფლებში - სარფსა და მაკრიალში.