ადიღე

ადიღე (ადიღ. Адыгэ), ოფიციალურად ადიღეს რესპუბლიკა (ადიღ. Адыгэ Республик) — რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში, რომელიც შედის სამხრეთის ფედერალურ ოკრუგშიდედაქალაქი — ქ. მაიკოპი. რესპუბლიკას ყველა მხრიდან ესაზღვრება კრასნოდარის მხარეს. შეიქმნა 1922 წლის 27 ივლისს როგორც ადიღეს (ჩერქეზეთი) ავტონომიური ოლქი, 1928 წლის აგვისტოში სახელი გადაერქვა ადიღეს ავტონომიურ ოლქად, ხოლო 1991 წლის 3 ივნისს რესპუბლიკად.