ფონდის თანადამაარსებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი კრავეიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო შემდეგი მონოგრაფიების, დისკებისა და ფილმების შექმნაში

02.01.2021

2014 წლის 9-23 ნოემბერი. „ლაზეთი“. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია. გია დიასამიძის გადაცემათა ციკლიდან „მოგზაურობა ფოლკლორში“. რეჟისორი გია დიასამიძე. ინტერვიუერი და კონსულტანტი გიორგი კრავეიშვილი. იხილეთ ბმულები:

პირველი ნაწილი https://www.youtube.com/watch?v=3KkDTTuAjyk

მეორე ნაწილი https://www.youtube.com/watch?v=M2VriGm6CY8

მესამე ნაწილი https://www.youtube.com/watch?v=LMNm1nFf9TA

2015 წლის 18-25 იანვარი. „იმერხევი“. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია. გია დიასამიძის გადაცემათა ციკლიდან „მოგზაურობა ფოლკლორში“. რეჟისორი გია დიასამიძე. ინტერვიუერი და კონსულტანტი გიორგი კრავეიშვილი. იხილეთ ბმულები:

პირველი ნაწილი https://www.youtube.com/watch?v=qs2dfpriCxM

მეორე ნაწილი https://www.youtube.com/watch?v=ObL88mkRtmg

2015 წ. ლაზეთის, შავშეთის, ტაოს, კლარჯეთისა და ჰერეთის მუსიკალური ფოლკლორის შესახებ სტატიების ავტორი მზია ჯაფარიძისა და რუსუდან ქუთათელაძის ავტორობით გამოცემულ წიგნში „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“.

2016 წ. სოფო კოტრიკაძესთან ერთად არის ასტისტენტი ფოლკლორის ეროვნული ფონდის მიერ გამოცემულ ქართულ-ინგლისურენოვან წიგნში „ფოლკლორული ანსამბლები“. სერიიდან ქართული ფოლკლორის საგანძური (პროექტის ავტორი გიორგი უშიკიშვილი). წიგნს თან ერთვის ექვსი DVD დისკი.

2018 წ. პიტერ გოლდისა და ახმედ მელაშვილის მიერ ჩაწერილი სიმღერების ნოტებზე გადამტანი „ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა“ და ფონდ „ქართული გალობის“ ერთობლივ გამოცემაში „ქართული პოლიფონია დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“/”Georgian Polyphony in western Turkey: On the Footsteps of Peter Gold”.

2018 წ. გიორგის მიერ ჩაწერილი ინგილოური, ტაოური, ლაზური კლარჯული და შავშური სიმღერები შესულია ნატალია ზუმბაძის და ქეთევან მათიაშვილის მიერ მომზადებულ სამდისკიან გამოცემაში „აღმოაჩინე საქართველო ტრადიციული მუსიკით“/“Discover Georgian Through Traditional Music”. გამომცემელი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.

2019 წ. ჰერეთის, ლაზეთის, შავშეთის, ტაოს, კლარჯეთის სტატიებისა და დანართის თანაავტორი ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრისა (ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი) და ამერიკული გამომცემლობის Nova science publishers-ის ერთობლივ გამოცემაში „G E O R G I A. History – Culture – Ethnography; vol. II-III“.

2021 წლის ოქტომბერი. მისი დახმარებით ირინა ხანგოშვილმა გადაიღო რუსულენოვანი ფილმი „Лазы. Разделённый народ“ https://www.youtube.com/watch?v=DzqtvqZ83pk&t=699s

წაკითხული ლექციები:

11-12.05.2019 აჭარის ა.რ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მუსიკალური ფოლკლორი“. ლექციის თემა აჭარული, ლაზური, შავშური, ტაოური და კლარჯული მუსიკა. ლექცია დააფინანსა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

24.01.2022. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „კულტურული აღზრდის პრობლემა და არასწორი კულტურული პრიორიტეტების პროპაგანდა“. ლექციის თემა ჰარმონიული და განვითარებული ახალგაზრდობის ჩამოყალიბების პრობლემა.

მოპოვებული გრანტები:

2013-2014 წლების შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამენციერო ფონდის მიერ გამოცხადებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი“. პროექტის სახელწოდება „თურქეთში მცხოვრები ქართველების მუსიკალური ფოლკლორი“.

2019 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი „შენი ფოლკლორული იდეა“. პროექტის სახელწოდება „მეგრული ნანის, დატირების, ზარისა და ბავშვთა მიერ სათქმელი ნიმუშების ფიქსირება“.

2019 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი“. პროექტის სახელწოდება „საქართველოს მოწყვეტილი კუთხეების და XVII-XIX საუკუნეებში გადასახლებულ ქართველთა ხალხური მუსიკის შესწავლის პრობლემები“.

2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „საგრანტო კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის“. პროექტის სახელწოდება „თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზების მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფოლკლორი“.