2023 წლის ექპედიცია

2023 წლის ექპედიცია

20/12/2023

2023 წლის 6 იანვარი. ექსპედიცია ხოფის რაიონის სოფელ სარფში.
2023 წლის 14-24 ივლისი. კომპლექსური ექსპედიცია ჩეჩნეთ-ინგუშეთსა და დაღესტანში. ხელმძღვანელი კავკასიოლოგი ცირა ბარამიძე.
2023 წლის 28 ივლისი - 29 აგვისტო. ექსპედიცია მუჰაჯირ ლაზებთან, მუჰაჯირ კლარჯებთან და მუჰაჯირ აფხაზებთან - ქორეოლოგ ხათუნა დამჩიძესა და თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2023 წლის 20-21 ოქტომბერი და 2 ნოემბერი. ექსპედიცია ხოფის რაიონის სოფელ სარფში.
2023 წლის 3-5 დეკემბერი. ექსპედიცია ხოფის რაიონის სოფლებში - სარფსა და მაკრიალში.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი

22/09/2022

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის „თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზების მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფოლკლორი“ პირველ წელს საექსპედიციო ჯგუფი თურქეთის ქართველებს ეწვია. ჯგუფი შედგებოდა პროექტის ხელმძღვანელის - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ გიორგი კრავეიშვილის, პროექტის კოორდინატორ თამაზ კრავეიშვილისა და მკვლევარ ქორეოლოგ გიორგი ალიმბარაშვილისგან. პირველ ექსპედიციაში ჯგუფმა ჩაიწერა არაერთი ლაზური მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნიმუში. ექსპედიცია გრძელდებოდა 22 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით.

მეორე ექსპედიციაში ჯგუფმა მოიარა ტაო, შავშეთი და კლარჯეთი და ბოლო რამდენიმე დღე კვლავ ლაზეთს დაუთმო. ამ ექსპედიციაშიც ჩაწერილ იქნა არაერთი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნიმუში. ექსპედიცია გრძელდებოდა 22 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით.

მეორე ექსპედიციის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი საკუთარი სურვილით დარჩა ბათუმში და სხვადასხვა პერიოდულობით საქართველოსა და თურქეთის სარფში იწერდა სიმღერებს და სიტყვიერ ინფორმაციას სარფის ლაზური ცეკვისა და მისი ილეთების შესახებ.

ფონდმა „ჰეიამომ“ გაიმარჯვა 2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ „საგრანტო კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის“

ფონდმა „ჰეიამომ“ გაიმარჯვა 2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ „საგრანტო კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის“

02/01/2022

ა(ა)იპ ფონდმა „ჰეიამომ“ გაიმარჯვა 2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ „საგრანტო კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის“. პროექტის სახელწოდებაა „თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზების მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფოლკლორი“. პროექტის ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი კრავეიშვილი, პროექტის კოორდინატორ თამაზ კრავეიშვილთან და მკვლევარ ქორეოლოგ გიორგი ალიმბარაშვილთან ერთად ეწვევა თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს. ჯგუფი ერთობლივად დააფიქსირებს და გამოიკვლევს მათ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ფოლკლორულ ნიმუშებს, მოამზადებს კვლევით სტატიებსა და მონოგრაფიებს მათ შესახებ. პროექტის ფარგლებში განზრახულია ორი მონოგრაფიის მომზადება: პირველი წიგნი გამოქვეყნდება 2024 წელს და მასში აისახება თურქეთში მცხოვრები ქართველების (ლაზების, შავშების, ტაოელების, კლარჯების) და აფხაზების მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნიმუშები, 2025 წელს გამოსაქვეყნებელ მონოგრაფიაში კი საუბარი იქნება ჰერეთ-ფერეიდანის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნიმუშებზე.

ფონდისა და მისი ხელმძღვანელის ექსპედიციების ჩამონათვალი

ფონდისა და მისი ხელმძღვანელის ექსპედიციების ჩამონათვალი

01/01/2020

2011 წ. – 03.04-11.04 ექსპედიცია სარფში თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2011 წ. – 21.11-26.11 ექსპედიცია საინგილოში მართა ტარტარაშვილთან ერთად.
2011 წ. – 26.12-27.12 ექსპედიცია სამთაწყაროში (ინგილოებთან) მართა ტარტარაშვილთან ერთად
2012 წ. – 22.01-29.01 ექსპედიცია საინგილოში მართა ტარტარაშვილთან ერთად.
2012 წ. – 03.05-10.05 ექსპედიცია საინგილოში მართა ტარტარაშვილთან ერთად.
2012 წ. ოქტომბერ-ნოემბერი ექსპედიციები სარფსა და კვარიათში.
2012 წ. 17.11-25.11 ექსპედიცია საინგილოში მართა ტარტარაშვილთან ერთად
2012 წ. ნოემბერ-დეკემბერი ექსპედიციები  ხოფის რაიონში ცალკე და მერაბ ფაშალიშვილთან ერთად.
2013 წ.  03.10.-06.10  ექსპედიცია სამთაწყაროში (ინგილოებთან) მართა ტარტარაშვილთან ერთად.
2013 წ. 20.11-25.11 ექსპედიცია საინგილოში მართა ტარტარაშვილთან ერთად.
2014 წ. 23.05-28.05 ექსპედიცია თურქეთის ლაზეთში თამაზ კრავეიშვილთან და სარფელ ლაზ ზურაბ ვანილიშთან ერთად.
2014 წ. 23.06-02.07 თბილისის კონსერვატორიის ექსპედიცია კახეთში ქეთევან მათიაშვილთან და ნატალია ზუმბაძესთან (ხელმძღვანელი) ერთად.
2014 წ. 05.07-20.07 ექსპედიცია თურქეთის ლაზეთში თამაზ კრავეიშვილთან და სარფელ ლაზ ნაზი მემიშიშთან ერთად.
2014 წ. 22.07-26.07 ექსპედიცია სარფსა და კვარიათში.
2014 წ. 02.08-27.08 ექსპედიცია ტაოსა და შავშეთში (ბოლო დღე ლაზეთში) თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2015 წ. 08.05-17.05 ექსპედიცია კლარჯეთში თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2015 წ. 23.08-29.08 ექსპედიცია კლარჯეთში თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2015 წ. 01.09 და 29.11 ექსპედიცია გონიოში თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2016 წ. 23.06-30.06 ექსპედიცია კლარჯეთში თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2016 წ. 06.08-07.08 ექსპედიცია კლარჯეთში თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2016 წ. 24.12 ექსპედიცია სარფში.
2017 წ. 11.02-12.02 ექსპედიცია კვარიათსა და გონიოში.
2017 წ. 06-09. 06 ექსპედიცია სამთაწყაროში.
2017 წ. ივნის-ივლისი ექსპედიცია ბათუმსა და სარფში.
2017 წ. 20.08-05.09 ექსპედიცია ჰენდექსა და გოლჯუქში მუჰაჯირ კლარჯებთან თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2018 წ. 11-15.05 ექსპედიცია სარფში.
2018 წ. ივლისი-აგვისტო ექსპედიცია სარფში.
2018 წ. 09-13 09.  ექსპედიცია სარფში
2019 წ. 02, 04-06 01  ექსპედიცია სარფში
2019 წ. 13. 07-02.08 ექსპედიცია ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონებში თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2019 წ. 03-04.08. ექსპედიცია ორთაბათუმსა და მახინჯაურში.
2019 წ. 28.08-01.09 ექსპედიცია ბათუმში, სარფსა და მახინჯაურში.
2019 წლის 29-31 დეკემბერი. ხელვაჩაურის რაიონის სოფლები თხილნარი, კვარიათი, გონიო და სარფი.
2020 წლის 26 აპრილი. ხელვაჩაურის რაიონის სოფელი სარფი.
2020 წლის 15-17 ივნისი ხელვაჩაურის რაიონის სოფელი კვარიათი და სარფი.
2020 წ. 07-13.07 ექსპედიცია სამთაწყაროში.
2020 წლის აგვისტო. ხელვაჩაურის რაიონის სოფელი სარფი.
2020 წ. 09-14.08 ექსპედიცია ანაკლიაში თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2021 წლის 11 მაისი. ხელვაჩაურის რაიონის სოფელი სარფი.
2021 წლის 31 დეკემბერი. ხელვაჩაურის რაიონის სოფელი სარფი.
2022 წლის 28 მაისი - 06 ივნისი. ექსპედიცია თურქეთის ლაზეთში. ქორეოლოგ გიორგი ალიმბარაშვილთან და თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2022 წლის 22 ივლისი - 24 აგვისტო. ექსპედიცია ტაოში, შავშეთში, კლარჯეთსა და თურქეთის ლაზეთში. ქორეოლოგ გიორგი ალიმბარაშვილთან და თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2022 წლის 28 აგვისტო - 20 სექტემბერი. ექსპედიციები საქართველოსა და თურქეთის სარფში.