2023 წლის 6 იანვარი. ექსპედიცია ხოფის რაიონის სოფელ სარფში.
2023 წლის 14-24 ივლისი. კომპლექსური ექსპედიცია ჩეჩნეთ-ინგუშეთსა და დაღესტანში. ხელმძღვანელი კავკასიოლოგი ცირა ბარამიძე.
2023 წლის 28 ივლისი - 29 აგვისტო. ექსპედიცია მუჰაჯირ ლაზებთან, მუჰაჯირ კლარჯებთან და მუჰაჯირ აფხაზებთან - ქორეოლოგ ხათუნა დამჩიძესა და თამაზ კრავეიშვილთან ერთად.
2023 წლის 20-21 ოქტომბერი და 2 ნოემბერი. ექსპედიცია ხოფის რაიონის სოფელ სარფში.
2023 წლის 3-5 დეკემბერი. ექსპედიცია ხოფის რაიონის სოფლებში - სარფსა და მაკრიალში.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის „თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზების მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფოლკლორი“ პირველ წელს საექსპედიციო ჯგუფი თურქეთის ქართველებს ეწვია. ჯგუფი შედგებოდა პროექტის ხელმძღვანელის - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ გიორგი კრავეიშვილის, პროექტის კოორდინატორ თამაზ კრავეიშვილისა და მკვლევარ ქორეოლოგ გიორგი ალიმბარაშვილისგან. პირველ ექსპედიციაში ჯგუფმა ჩაიწერა არაერთი ლაზური მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნიმუში. ექსპედიცია გრძელდებოდა 22 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით.
მეორე ექსპედიციაში ჯგუფმა მოიარა ტაო, შავშეთი და კლარჯეთი და ბოლო რამდენიმე დღე კვლავ ლაზეთს დაუთმო. ამ ექსპედიციაშიც ჩაწერილ იქნა არაერთი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნიმუში. ექსპედიცია გრძელდებოდა 22 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით.
მეორე ექსპედიციის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი საკუთარი სურვილით დარჩა ბათუმში და სხვადასხვა პერიოდულობით საქართველოსა და თურქეთის სარფში იწერდა სიმღერებს და სიტყვიერ ინფორმაციას სარფის ლაზური ცეკვისა და მისი ილეთების შესახებ.