ფონდმა „ჰეიამომ“ გაიმარჯვა 2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ „საგრანტო კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის“

02.01.2022

ა(ა)იპ ფონდმა „ჰეიამომ“ გაიმარჯვა 2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ „საგრანტო კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის“. პროექტის სახელწოდებაა „თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზების მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფოლკლორი“. პროექტის ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი კრავეიშვილი, პროექტის კოორდინატორ თამაზ კრავეიშვილთან და მკვლევარ ქორეოლოგ გიორგი ალიმბარაშვილთან ერთად ეწვევა თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს. ჯგუფი ერთობლივად დააფიქსირებს და გამოიკვლევს მათ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ფოლკლორულ ნიმუშებს, მოამზადებს კვლევით სტატიებსა და მონოგრაფიებს მათ შესახებ. პროექტის ფარგლებში განზრახულია ორი მონოგრაფიის მომზადება: პირველი წიგნი გამოქვეყნდება 2024 წელს და მასში აისახება თურქეთში მცხოვრები ქართველების (ლაზების, შავშების, ტაოელების, კლარჯების) და აფხაზების მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნიმუშები, 2025 წელს გამოსაქვეყნებელ მონოგრაფიაში კი საუბარი იქნება ჰერეთ-ფერეიდანის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნიმუშებზე.

ფონდმა „ჰეიამომ“ გაიმარჯვა 2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ „საგრანტო კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის“

ბოლო სიახლეები